"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პატიმრებზე საუბრისას, ლაზარე გრიგორიადისი არ არის მთავარი თემა, რადგან ქვეყანაში 10 000 პატიმარია.
რაქვიაშვილის განმარტებით, პრეზიდენტი ცალკეული პირების შეწყალებაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული და თუ თვლის, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არასამართლიანია, მაშინ იმ 10 000 პატიმარზეც უნდა იფიქროს, რომლებიც ციხეში არიან.
"ლაზარე გრიგორიადის არ არის მთავარი თემა, როდესაც პატიმრებზე ვსაუბრობთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცალკეული, ერთეული შემთხვევების შეწყალებაზეა ფოკუსირებული, როდესაც 10 000 პატიმარი გვყავს და თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო არასამართლიანია, რაღა ლაზარეზე ხდება კონცენტრირება. მაშინ მიხედოს დანარჩენ 10 000 პატიმარს, დარწმუნებული ვარ, იქ ათასობით პატიმარი მოიძებნება, რომლის შეწყალება შეიძლება ან ვიცი სასჯელის შემსუბუქება შეიძლება. ეს უნდა იყოს პრეზიდენტის პოზიცია ვიდრე ის, რომ მთელი საზოგადოების ყურადღება, ერთ ან ორ ადამიანზე იყოს კონცენტრირებული", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.