25 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
სულ ტყუილად აბრალებენ "ქოცები" ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან რევოლუციონერობას, ნეტავ, ესენი იყვნენ რევოლუციონერები - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური დისკუსიის თემაა "ხალხის ძალის" განცხადება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა კიდევ ექნება, ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემაზე მანიპულაციით.

რაც შეეხება შეფასებებს, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს რევოლუციონერობას აბრალებს, რეალურად კი ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"ისინი არანაირი რევოლუციონერები არ არიან. სულ ტყუილად აბრალებენ "ქოცები" ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან რევოლუციონერობას, ნეტავ ესენი იყვნენ რევოლუციონერები... რაღაც საერთოს ვიპოვიდით აქამდე, მაგრამ არ არიან. მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციის ნამუშევარზე მეტად, ამაზე გავლენას არჩევნების შედეგები მოახდენს, ქართველი ხალხის ნება შეესაბამება თუ არა ევროპულ სტანდარტებს," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ობოლაძის შეფასებით კი, "ხალხის ძალის" და "ქართულ ოცნებას" შეუძლია 2024-ის არჩევნების შედეგებზე ინერვიულონ, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხი ხელისუფლების ცვლილებებს დაუჭერს მხარს, ქვეყანა კი ევროინტეგრაციის პროცესში მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

დღის ამბები