25 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
პრეზიდენტმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გაათავისუფლოს - ნიკა ობოლაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

მისი განმარტებით, ვინ, როგორ და როგორი სიმწვავით გამოხატა პროტესტი, ეს მის პირად გამბედაობაზეა დამოკიდებული.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი და გაათავისუფლოს ამ პატიმრობიდან და ტყვეობიდან ლაზარე გრიგორიადისი, რადგან მისი ბრძოლის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი. ვინ, როგორ და როგორი სიმწვავით გამოხატა პროტესტი, ეს მის პირად გამბედაობაზეა დამოკიდებული და პირად ბრძოლაზე. ეს ბრძოლა იყო სამართლიანი", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

 

დღის ამბები