ხმაური იყო გორის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქალაქის ბიუჯეტსა და სხვა შვიდ საკითხს განიხილავდნენ. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს მომატების საკითხს მოჰყვა.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გორის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.