საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში, უნივერსიტეტში, სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
"ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს," - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.
ჩეხეთის დედაქალაქში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო. "ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის", - აღნიშნულია განცხადებაში. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.