25 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს - ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ჩეხეთის მთავრობას და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხსა და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!," - წერია სამძიმრის წერილში.

პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 15 და დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჩეხეთის დედაქალაქში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო. "ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის", - აღნიშნულია განცხადებაში. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

დღის ამბები