ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან პრაღაში მომხდარ მასობრივ სროლას, რომელსაც, პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.
"ყოველთვის გვეგონა, რომ ეს [მასობრივი სროლები] ჩვენთან კავშირში არ იყო. ახლა აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი სამყაროც იცვლება და პრობლემა აქაც ჩნდება", - განუცხადა ჩეხეთის დედაქალაქის მერმა, ბოჰუსლავ სლობოდამ ჩეხურ მედიას.
პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო. "ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის", - აღნიშნულია განცხადებაში. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.