ზაქარია ფალიაშვილი, მასკანი, ვერდი, ბახი - სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით მაყურებელს საშობაო კონცერტზე სწორედ ამ კომპოზიტორების უკვდავი კომპოზიციების შესრულებასა და საახალწლო განწყობის შექმნას ჰპირდება.
ახლა კახიძის ცენტრში ბოლო მოსამზადებელი რეპეტიციები მიმდინარეობს, რომლებსაც მაესტრო თავად ხელმძღვანელობს. გაყიდული ბილეთებით თუ ვიმსჯელებთ, მსმენელის ინტერესი საკმაოდ დიდია.
საშობაო კონცერტი 24 დეკემბერს ჩატარდება.