25 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
იტალიაში შესაძლოა დააჯარიმონ სკოლები, რომლებიც უარს იტყვიან შობის ამსახველი ტრადიციული გამოსახულების განთავსებაზე

იტალიის მმართველმა პარტიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ სკოლების სანქცირებას, რომლებიც, სადღესასწაულოდ, ქრისტეს შობის სცენის ამსახველი ტრადიციული გამოსახულების განთავსებაზე უარს იტყვიან, - ამის შესახებ BBC წერს

„რამდენიმე წელია, ზოგიერთი სკოლის მიუღებელი და შემაცბუნებელი გადაწყვეტილებების მომსწრენი ვართ - ისინი კრძალავენ შობის სცენებს ან ცვლიან შობის ღრმა არსს და გარდაქმნიან მას ზამთრის დღესასწაულად, რათა არ აწყენინონ სხვა რელიგიების აღმსარებლებს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა, ლავინია მენუნიმ, რომელმაც კანონპროექტი წარადგინა.

შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, სკოლები ვერ შეძლებენ, "აღკვეთონ მშობლების, მოსწავლეებს ან სკოლის უფლებამოსილი პირების წაყენებული ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ისეთი ტრადიციული დღესასწაულებისკენ, როგორებიცაა შობა, აღდგომა, შობის სცენები, დადგმები და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები“.

იტალიის მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს "ქვეყნის კულტურული ფესვების დაცვას".

Presepio - ასე ჰქვია იტალიურად იესოს შობისა და მოგვთა თაყვანისცემის ამსახველ რელიეფურ, მინიატურულ საშობაო გამოსახულებას, რომელიც იტალიელებისთვის შობის გამოსახვის უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა. პირველი ამგვარი გამოსახულება 1223 წლის შობის დღესასწაულზე, გრეჩოში დაამზადეს. 

დღის ამბები