25 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის" - საქართველოს საელჩომ, პრაღაში მომხდარი სროლის გამო, ცხელი ხაზი აამოქმედა

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველ შესაბამის სამსახურთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით (22:00 საათი), პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.

 

 

დღის ამბები