25 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთის დედაქალაქში, ძველ ქალაქთან ახლოს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლას მსხვერპლი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები შემთხვევის ადგილიდან. პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი უკვე განეიტრალებულია. სამართალდამცველები მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ადგილზე არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

იქამდე, უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ელფოსტით გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ ურჩევენ, თუ შენობაში არიან, არსად წავიდნენ, ჩაკეტონ კარი, განათავსონ ავეჯი კართან და გამორთონ განათება.

დღის ამბები