25 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელ მამაკაცებს სამხედრო სამსახურში გამოცხადებას სთხოვენ

25-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სამხედრო სამსახურში გამოცხადებას სთხოვენ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

როგორც BBC წერს, უმეროვი ამას "მოწვევას" უწოდებს, მაგრამ არ გამორიცხავს, სანქციები შეეხოს ყველას, ვინც აღნიშნულს არ შეასრულებს.

მოგვიანებით, უწყების სპიკერმა განმარტა, რომ გამოძახების დაწყება არ განიხილება და, პროცედურულად, ეს ინიციატივა სამხედრო სამსახურში გაწვევას არ გულისხმობს.

სამშაბათს, ქვეყნის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა უკრაინას, დამატებით, 450,000-500,000 ჯარისკაცი სჭირდება. იქვე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ამის მიღწევა "სენსიტიური საკითხია".

დღის ამბები