25 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
როცა შენი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ მუშაობ, ყველა იძულებულია, რომ პატივი გცეს - მიხეილ ყაველაშვილი

„ევროკავშირი მიზანი არ არის, ევროკავშირი საშუალებაა, რომ უფრო ძლიერი ქვეყანა გავხდეთ. თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესს დააზიანებს, რა ჯანდაბად მინდა ან ევროკავშირი, ან ნებისმიერი გაერთიანება?“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ევროპარლამენტარებთან ქვეყნის ინტერესების მიტანა და მოკავშირეების გაჩენა.

„როცა შენი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ მუშაობ, ყველა იძულებულია, რომ პატივი გცეს. ევროკავშირი მიზანი არ არის, ევროკავშირი ჩვენთვის საშუალებაა, რომ უფრო ძლიერი ქვეყანა გავხდეთ. თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესს დააზიანებს და ავნებს, რა ჯანდაბად მინდა ან ევროკავშირი, ან ნებისმიერი გაერთიანება? ეს არის ჩვენი მთავარი მოტივატორი. სწორედ ამისთვის შეიქმნა „ხალხის ძალა“, რომ მსგავსს საშიშროებებს შეეწინააღმდეგოს. ჩვენთვის ცნობილი იყო კულუარებში მიმდინარე საუბრის შესახებ მეორე ფრონტთან დაკავშირებით და საზოგადოებას ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს საშიშროება არ გამქრალა. მეტი მუშაობა დაგვჭირდება ევროპარლამენტარებთან, რომ ეს ინფორმაციები და პოზიცია მათ მივაწოდოთ და ჩვენი მოკავშირეები ევროკავშირშიც ვნახოთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები