25 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გრძელდება - ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულება წარადგინა

საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულება წარადგინა - საუბარია გრიგორიადისის საჯარო წერილზე, რომელშიც ის ადასტურებს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. დაუშვებს თუ არა სასამართლო წერილს მტკიცებულებად, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცემს, ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაკავებულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. საუბარია 7-8 მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე.

დღის ამბები