ავტორები გიგა კობალაძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის უჩივიან.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირაა, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე ცდილობს, ასოციაციის კრება ჩაატაროს, თუმცა - მხოლოდ სასურველი ავტორების მონაწილეობით და კრებაზე ოპონენტ შემსრულებლებს არ უშვებს.
ავტორების განცხადებით, აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა, რომ GCA-ში დიდი რაოდენობით თანხაა გაფლანგული, შესაბამისად, ასოციაციის ხელმძღვანელის ნდობაზე საუბარი ზედმეტია.
ბოლოდროინდელი პროცესების გამო, ავტორები გიგა კობალაძეს პროკურატურაში უფლებამოსილების გადამეტების გამო უჩივიან.