ვიდრე ისრაელი ღაზის სექტორში ომის დასრულებას არ დათანხმდება, "ჰამასი" არცერთი მძევლის გათავისუფლებას აღარ გეგმავს, - ამის შესახებ BBC წერს.
"პალესტინის ეროვნული გადაწყვეტილებაა, რომ არ იქნება საუბარი პატიმრებზე ან გაცვლის შესახებ გარიგებებზე, ვიდრე აგრესია სრულად არ შეწყდება", - აღნიშნულია "ჰამასის" განცხადებაში.
20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, "ჰამასთან" მეორე პაუზა გამოაცხადოს, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობს ომის დასრულებაზე, ვიდრე ისრაელი "მთავარ მიზანს არ მიაღწევს" და "ჰამასს" არ გაანადგურებს.