25 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
მომდევნო წელს, მასშტაბური პროექტი იწყება, ქვეყანაში აღარ იქნება მრავალშვილიანი ოჯახი, ვისაც შეიძლება საკუთარი სახლი არ ჰქონდეს - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის,ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან 1000 ოჯახს, სახელმწიფო საცხოვრებლით უზრუნველყოფს. 

მინისტრისვე განცხადებით, იგეგმება 13 000 დევნილი ოჯახის, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ბინით დაკმაყოფილება.

"მომდევნო წელს,მასშტაბური პროექტი იწყება სიღარიბეში მყოფი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ეს იქნება მაქსიმუმ 2-წლიანი პროექტი. 2 წელზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი გვაქვს 50 მილიონი. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1000 ოჯახს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით და ქვეყანაში აღარ იქნება მრავალშვილიანი ოჯახი, ვისაც შეიძლება საკუთარი სახლი არ ჰქონდეს.

ამასთან ერთად, დევნილებისთვის 9-მილიონ ლარიანი, მასშტაბური პროექტები გვაქვს დაწყებული, რომელიც ეხება 13 000 დევნილი ოჯახის განსახლებას, ვინც მძიმე პირობებში ცხოვრობს. პროექტი  2022 წლიდან გვაქვს დაწყებული და 2025 წლის ბოლომდე, 13 000 ოჯახი სრულად იქნება დაკმაყოფილებული, აქედან 7000 ოჯახი იქნება ახლად აშენებულ ბინებში, დანარჩენი "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში. მიმდინარე მშენებლობები დაწყებული გვაქვს 5 ქალაქში, სადაც შენდება ბინები. ვფიქრობ,  ბინების გადაცემის პირველი ეტაპი მომდევნო წლის ზაფხულისთვის გვექნება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა "ღამის კურიერთან" საუბრის დროს.  

დღის ამბები