25 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ქვეყანაში შევქმენით პირველი პრეცედენტი, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასის ოდენობა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა, რაც პირველ ეტაპზე, 21 000 ადამიანს შეეხო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მიზანია სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული ანაზღაურების მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

"ქვეყანაში შევქმენით პირველი პრეცედენტი, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასის ოდენობა. პირველ ეტაპზე, ეს იყო ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ხოლო მეორე ეტაპზე სხვა დანარჩენი პერსონალისთვის, რაც მომდევნო წლის იანვრიდან ამოქმედდება.

მთლიანი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც კლინიკაში არიან დასაქმებულნი, დაახლოებით 40 000 დასაქმებულიდან 21 000 -ს შეეხო მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხი. წარმოიდგინეთ, რამდენად დაბალი იყო სახელფასო განაკვეთი. სამწუხაროდ, ჩარევა დაგვჭირდა და ამ ჩარევით კარგი შედეგი მივიღეთ. ეს არის სარეკომენდაციო მინიმუმი და ამის ზევით, რა საკვირველია უნდა იხდიდნენ კლინიკები იმიტომ, რომ ტარიფები, რასაც სტაციონარებისთვის ვიხდით სრულიად ადეკვატურია", - განაცხადა ზურა აზარაშვილმა "ღამის კურიერთან" საუბრის დროს.

დღის ამბები