25 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
"გადავხიოთ და გადავაგდოთ" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი NDI-ის კვლევის შედეგით უკმაყოფილოა

NDI-ის მიმართ გიორგი ვაშაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" შეცვლილი რიტორიკა "ქართულ ოცნებაში" არ გაკვირვებით. საუბარია, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებაზე, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო კვლევა მწვავედ გააკრიტიკა და სისრულეც კი უწოდა. მმართველი გუნდი, ოპონენტის მხრიდან, NDI-ზე თავდასხმა, "ნაცმოძრაობისთვის" დაწერილ დაბალ რეიტინგს უკავშირებს.

წარსულისგან განსხვავებით, გიორგი ვაშაძეს დღეს NDI-ის პოლიტიკური რეიტინგების არ სჯერა. "ნაციონალური მოძრაობასთან" საერთო საარჩევნო ალიანსში დაბრუნებულმა პოლიტიკოსმა, დემოკრატიული ინსტიტუტის სოციოლოგებს, კვლევის მეთოდოლოგია დაუწუნა. ვაშაძის პოზიციას იზიარებს მისი მთავარი მოკავშირეც. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის აზრით, ენდია-ის სოციოლოგიური კვლევა, პოლიტიკური განწყობების გასაზომად არ გამოდგება.

"ნაცმოძრაობისა" და ვაშაძის პოზიცია დღეს, სხვა ოპოზიციურ პარტიებში არ გაიზიარეს. პოლიტიკოსებმა, კოლეგები გააკრიტიკეს და ურჩიეს, რომ დაბალი რეიტინგების მიზეზი, ენდია-ის ნაცვლად, საკუთარ თავში ეძებონ. კიდევ უფრო მწვავე იყო გახარიას გუნდი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა", ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში, ღიად დაადანაშაულა.

NDI-სთან დაკავშირებით, ვაშაძის შეცვლილ პოზიციებს, სტრატეგიულ შეცდომას უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები, გიორგი ვაშაძეს, დღეს, წარსულიც შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ მმართველი ძალა, ოპონენტებისგან განსხვავებით, ორგანიზაციის კვლევებს ვალიდურად არასდროს მიიჩნევდა.

გიორგი ვაშაძის ბრალდებებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა, დღეს, თავად NDI-ს ქართულ წარმომადგენლობაში არ ისურვეს. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები