25 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიდან ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ პირველს - საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი -შალვა პაპუაშვილი

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმა X -ზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, პირველი - კანდიდატის სტატუსი, უკვე მიღწეულია.

„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას!“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები