25 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ხავიერ კოლომინა სტუდენტებს შეხვდა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებთან შეხვედრის დროს, დისკუსიის თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იყო. შეხვედრა NATO-ს საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ  ვრცლად ისაუბრა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.

დისკუსია გაიმართა მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც.

დღის ამბები