25 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა

ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი. დამანგრეველი მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდას გადააჭარბა. დაზიანდა განსუსა და ცინ-ხაიშის პროვინციები, დაინგრა და დაზიანდა 5 ათასზე მეტი შენობა.

სტიქიის ზონაში, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, თუმცა მათ დაკარგულების მოსაძებნად მინუს 15 გრადუსამდე ყინვაში უწევთ მუშაობა. რეგიონის ზოგიერთ ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება, რაც, ასევე, აფერხებს სამაშველო სამუშაოებს.

დღის ამბები