უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის ხანგრძლივი პრესკონფერენცია დასრულებულია. ერთ-ერთი კითხვა ქვეყნის მთავარი აეროპორტის კვლავ ამოქმედებას ეხებოდა. პოლონელმა ჟურნალისტმა ზელენსკის გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორისპოლის აეროპორტიდან სამოქალქო თვითმფრინავი აფრინდა. მედიის წარმომადგენელმა პრეზიდენტს ჰკითხა: "რას ნიშნავს ეს, ბატონო პრეზიდენტო? შეძლებს თუ არა დედაჩემი, მალე კიევში, ჩემთან სტუმრობას?".
როგორც BBC წერს, ზელენსკი ამ კითხვას მოუმზადებელი შეხვდა და თქვა, რომ აღნიშნული "ტექნიკური" ფრენის შესახებ ინფორმაცია ოფისის ხელმძღვანელთან უნდა გადაამოწმოს.
ზელენსკიმ ჟურნალისტს ხუმრობით უთხრა, რომ უკრაინას შეუძლია, მისი დედისთვის მატარებლით უსაფრთხო მგზავრობა უზრუნველყოს და ცალკე ვაგონიც კი შესთავაზოს.
"ბორისპილის [აეროპორტის] გახსნა იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამარჯვება,” - ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ ფრენა "უკრაინის გამარჯვების ნათელი ნიშანი" და "სერიოზული ეკონომიკური სიგნალია".
"ასე რომ, გთხოვთ, უთხარით დედას, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას - ჩვენ ვმუშაობთ მის იდეაზე, რომ აქ გამოვიდეს”, - ამბობს ზელენსკი.
მიმდინარე ომის გამო, უკრაინაში სამოქალაქო ფრენები შეჩერებულია.