25 ნოემბერი 2024,   20:58
ვრცლად
სერბეთში, სადაც ოპოზიცია გამარჯვებული ვიქტორ ვუჩიჩის პარტიას არჩევნების გაყალბებას ედავება, საპროტესტო აქციები გრძელდება

სერბეთში, სადაც ოპოზიცია გამარჯვებული ვიქტორ ვუჩიჩის პარტიას არჩევნების გაყალბებას ედავება, საპროტესტო აქციები გრძელდება.

ოპოზიციური პარტიები ბელგრადში მასობრივ აქციებს აორგანიზებენ და ამტკიცებენ, რომ არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევები - მათ შორის, საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენება, ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა და ხმების მოსყიდვის შემთხვევები. ოპოზიციური პარტია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" აცხადებს, რომ სახელმწიფო საარჩევნო კომისიაში საჩივარს შეიტანს.

სერბეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში მსგავსი ვითარება მიუღებელია. მეორე მხრივ კი, კრემლის სპიკერმა ვუჩიჩს გამარჯვება მიულოცა და ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები