25 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
გილოცავთ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, ეს ისტორიული მომენტია, ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა რეკომენდაციას - ხავიერ კოლომინა

ვიზიარებ საქართველოს ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სიხარულს და გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე, - აცხადებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

ხავიერ კოლომინას თქმით, ელის, რომ საქართველოსგან ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას შეასრულებს.

"ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლე, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს ქმნის მომენტს, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024-შიც, რომელიც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა ნაბიჯს, რეფორმებს, რომლის განხორციელებაც დევს ამ ცხრა ნაბიჯში და რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს მოთხოვნებს“, – აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.

დღის ამბები