"[აშშ-ის პრეზიდენტ ჯო] ბაიდენთან შეხვედრის დროს, აშშ-ს შევახსენე თავისი ისტორიული პასუხისმგებლობა - როგორ შეიძლება მსოფლიომ აიმაღლოს ხმა ისრაელის შეჩერების აუცილებლობის საკითხზე. ყველა, ვინც მონაწილეობს ამ გენოციდში, და არა მხოლოდ ნეთანიაჰუ, პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტმა, უნგრეთიდან დაბრუნებისას.
ერდოღანი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის პასუხისმგებლობაა, დაარწმუნოს ისრაელი, შეწყვიტოს "სისასტიკე" და შეაჩეროს "ხოცვა-ჟლეტა ღაზაში".
"კვირების განმავლობაში, კაცობრიობა ამბობს: "კმარა". შეერთებულმა შტატებმა ამ მოწოდების უგულებელყოფა უნდა შეწყვიტოს. ისრაელი მხოლოდ პალესტინელებსა და ღაზას არ ურტყამს - ის ურტყამს კაცობრიობას. ისტორია განსჯის და დაგმობს მათ, ვინც ახლა დუმს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.