25 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
არჩევნები სერბეთში - საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა

სერბეთში არჩევნები ჩატარდა - საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გააკეთა.

სერბეთში არჩევნებს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი განცხადებით, ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში მსგავსი ვითარება მიუღებელია.

ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა მმართველმა "სერბეთის პროგრესულმა პარტიამ", რომელსაც ამომრჩეველთა 46,72% მიემხრო. მემარცხენე ცენტრისტული პარტია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" მეორე ადგილზე გავიდა 23,56%-ით, ხოლო მესამე ადგილი სოციალისტურმა პარტიამ დაიკავა 6,56%-ით. ოპოზიციის ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა და ვადამდელი არჩევების ჩატარება მოითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

დღის ამბები