25 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
თუ ჩავეძიებით სინამდვილეში რა არის ეკონომიკური ზრდა, ვერ ვიპოვით ვერცერთ მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც მთავრობის ქმედებებთან იქნება დაკავშირებული - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია "გირჩის" ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას აფასებს და აცხადებს, რომ რეალურად, მთავრობას არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან იქნებოდა დაკავშირებული.

"რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონოდა, რამე რეფორმა ჩატარდა, ან პრივატიზაცია მოხდა, ან გადასახადები დაწიეს, ანუ ხომ არაფერი არ არის გაკეთებული ისეთი, რაც შეიძლება თქვა, რომ ნახეთ, ამან გამოიწვია ეკონომიკური ზრდა?! ფილოსოფიურ დისკუსიაში რომც არ შევიდეთ, სტატისტიკა ხომ ზომავს, თუ ჩავეძიებით სინამდვილეში რა არის ეკონომიკური ზრდა, მაშინ ვერ ვიპოვით ვერცერთ მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც მთავრობის ქმედებებთან იქნება დაკავშირებული. ვერ გავიხსენებ ვერცერთ რეფორმას, რომელიც, შეიძლება, მივაწეროთ მთავრობის როლს ეკონომიკურ ზრდაში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, რეალური საქმე სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ იწყება და ამ ეტაპზე ქვეყანა არ უნდა გაჩერდეს.

"რეალური საქმე ახლა გვაქვს გასაკეთებელი. უახლოეს მომავალში აუცილებლად შეფასდება საქართველოს პროგრესი, აწ უკვე კანდიდატი სახელმწიფოს პროგრესი რეფორმებთან მიმართებით და რეალური სამუშაო, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის წინ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა

დღის ამბები