25 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
გვაქვს ძალიან კარგი ტემპი ყველა მიმართულებით და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს და მთლიანად სამთავრობო გუნდს - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითოეული საკითხი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა, არგუმენტებითა და ციფრებით იყო გამყარებული.

მისივე თქმით, ეს არ არის ქვეყნისთვის საკმარისი და მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ მეტია გასაკეთებელი, თუმცა, მისი თქმით, მმართველ გუნდს "ძალიან კარგი ტემპი" აქვს აღებული.

"გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები როგორც ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ყველა დარგში. საუბარი იყო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაზე, სადაც გვაქვს ფუნდამენტური მიღწევა კანდიდატის სტატუსის სახით. თითოეული მიღწევა, რაზეც იყო საუბარი პრემიერის ანგარიშში, გამყარებული იყო მტკიცებულებებით, ციფრებით და ამას უსმენდა ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტია გასაკეთებელი მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ფუნდამენტურ წინსვლას, მაგრამ გვაქვს ძალიან კარგი ტემპი აღებული ყველა მიმართულებით და ამისთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს და მთლიანად სამთავრობო გუნდს", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები