ტელეკომპანია "რუსთავი 2", არხის ციფრულ პლატფორმებზე სავარაუდო კიბერშეტევის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.
"უკვე რამდენიმე დღეა, "რუსთავი2-ის" ციფრულ პლატფორმებზე, დიდი ალბათობით, კოორდინირებული ჰაკერული შეტევა ხორციელდება. შედეგად, სრულად დაბლოკილია რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის“ ფეისბუქ გვერდი და, ამ დრომდე, პარალიზებულია ონლაინ ხმის მიცემის სისტემა.
შეფერხებით მუშაობს "რუსთავი2-ის" ოფიციალური ვებ-გვერდი (rustavi2.ge) და ფეისბუქი. გათიშულია "რუსთავი2-ის" იუთუბ არხიც, სადაც ვიდეო კონტენტის განთავსება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"რუსთავი2-ის" აიტი სამსახური შესაძლო კოორდინირებული შეტევის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს", - აღნიშნულია განცხადებაში.