25 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი პატარა ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი მცირეწლოვნის, 2 წლის ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს, სრულად, სახელმწიფო დაფარავს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მიუსაფარმა ძაღლმა ჯერ ლაზარეს უფროსი ძმა, 5 წლის ბავშვი, შემდეგ კი ლაზარე დაკბინა. ძმასთან შედარებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება.

დღის ამბები