25 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს ოფიციალური პარიზიც შეუერთდა

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს გრძელვადიანი ზავი. კატრინ კოლონას თქმით, "ღრმად შეშფოთებულია ღაზაში არსებული სიტუაციით".

კოლონამ ეს განცხადება თელ-ავივში, ისრაელელ კოლეგასთან - ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. მისი თქმით, ეს "ჰამასისთვის" საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს.

იქამდე, ისრაელისა და „ჰამასის" ომში ცეცხლის შეწყვეტა დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ მოითხოვეს.

დღის ამბები