წლის მთავარი დღესასწაულისთვის, საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში მშობლებს დილიდან მიჰყავთ ბავშვები.
ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი - ახალი წლის ზღაპრული დღესასწაულისთვის, ამ სამ ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს კი, საღამოს, მუსიკალური ბენდები გააგრძელებენ. სტუმრების განწყობაზე, დღეს, "ღამის შოუსა" და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდები იზრუნებენ.