ისრაელის თავდაცვის ძალების (ცაჰალის) ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ ისრაელისკენ - არაბ-ალ-არამშეს, სასასა და დოვევის მიმართულებით, რამდენიმე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
ცაჰალში აცხადებენ, რომ ახლა მათი არტილერიის სამიზნე ლიბანში მდებარე თავდასხმის ობიექტებია. "დავარტყით ჰეზბოლას ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ლიბანში“, - ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცაჰალის ცნობითვე, ლიბანიდან გაშვებულმა რამდენიმე რაკეტამ ისრაელამდე ვერ მიაღწია.