25 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში, ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" რეჟისორის მეგობარმა დაუდასტურა. ერეკლე ცინცაძის თქმით, რეჟისორი, ბოლო პერიოდში, თბილისში იყო და აქვე გარდაიცვალა.

ოთარ იოსელიანი 1934 წელს, თბილისში დაიბადა. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია "აპრილი". პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი კი -"გიორგობისთვე" , რომელმაც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის, კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა.

სამოცდაათიან წლებში, ეკრანებზე გამოვიდა "იყო შაშვი მგალობელი" და "პასტორალი", რომელიც ბერლინის ფესტივალზე დაჯილდოვდა.

80-იანი წლების დასაწყისიდან, ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა. მისი ფილმები, სხვადასხვა წელს, დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზებით.

დღის ამბები