25 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
"შობის ღამე" - ხელოვნების სასახლეში ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

"შობის ღამე" - ასე ჰქვია მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში გაიხსნა. წარმოდგენილია 30-მდე ნამუშევარი. ნახატების უმეტესობა სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის შეიქმნა. მხატვრისთვის ახალი წლის თემატიკაზე მუშაობა უკვე ტრადიციაა, ეს ნინო ფერაძისთვის რიგით მე-9 პერსონალური გამოფენაა. "შობის ღამით" დაინტერესებულ დამთვალიერებლებს გამოფენაზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

ნინო ფერაძე პერსონალურ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს თავად მასპინძლობს. სითბოსა და სიცივის კონტრასტი - სწორედ ამ ემოციის მოტანა სურდა ვიზიტორებამდე მხატვარს.

"შობის ღამის" გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. უმეტესობა სპეციალურად ამ დღისთვის, ტილოზე, აკრილის საღებავებით შეიქმნა. წარმოდგენილია ქაღალდზე შესრულებული მინიატიურებიც.

ექსპოზიცია "შობის ღამე" 14 იანვრამდე გაგრძელდება.

ავტორი: რევაზ ქირია

დღის ამბები