25 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
როგორც ადრე მოვუწოდებდით და ვურჩევდით ოპოზიციას, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულიყო, ახლაც ზუსტად იგივე განწყობა გვაქვს - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველმა გუნდმა 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და მათ შორის, უკვე ასახულია ერთი, რომელიც იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მისი თქმით, უმრავლესობა, ოპოზიციას სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვისკენ დღესაც მოუწოდებს და რათა კიდევ ერთხელ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გონს მოეგონ.

"ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება, მათ შორის, ერთი უკვე ავსახეთ, იურიდიული პირების მხრიდან, პოლიტიკური პირებისა და პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვა. დანარჩენი რეკომენდაციები რაც არის, ჩვენ მზად ვართ, რომ შემდეგ წელს ბოლომდე მივიყვანოთ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში თანამშრომლობას, როგორც მაშინ მოვუწოდებდით და ვურჩევდით, რომ ჩართულიყვნენ, ახლაც ზუსტად იგივე განწყობა გვაქვს. მე დიდად არ მჯერა, რომ ეს რადიკალები ჩაერთვებიან, რადგან მათ ამოცანა, სტრატეგია და გეგმა სულ სხვაა. მაგრამ, კიდევ ერთხელ მივცემთ შესაძლებლობას, რომ გონს მოეგონ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები