25 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
პრეზიდენტი ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და საზოგადოებას მისალმებოდა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა გამოსულიყო კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„რას ნიშნავს, არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები