25 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
როგორია საახალწლო სოფელში პირველი დღე და ვის მოსმენას შეძლებენ ადგილზე მისული სტუმრები - თბილისში საახალწლო სამზადისია

თბილისში საახალწლო სამზადისია. დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი დილიდან სტუმრებს მასპინძლობს. დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობა.

ტერიტორიაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზრობა, ყინულის საციგურაო მოედანი, ატრაქციონები. დღის მეორე ნახევრიდან კი, სპეციალურად მოწყობილ სცენას მუსიკალური ბენდები და ქართული ესტრადის მომღერლები დაიკავებენ.

20:00 საათზე, მაყურებლის წინაშე სტეფანე და მისი ბენდი წარდგებიან. სპეციალურად მოწყობილ სცენას სამ საათში დაიკავებს სალიოც. დღის ბოლოს კი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის დიჯეი დაუკრავს.

დღის ამბები