25 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაამატა და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო.

პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს განხორციელდა და რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველ რეისს დანიის დედაქალაქიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა. ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში, ერთდროულად, Wizz Air-ის ორმა ბაზირებულმა ხომალდმა დაიწყო ოპერირება.

დღის ამბები