25 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"მაისურები არ ეცვათ და ეჭირათ ჯოხი თეთრი ნაჭრით" - ისრაელი შეცდომით მოკლულ საკუთარ მოქალაქეებზე განმარტებებს აკეთებს

ისრაელის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ღაზაში, შეცდომით მოკლულ ისრაელელ ბიჭებზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

ოფიციალური ცნობებით, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ცეცხლი შემდეგ გარემოებაში გახსნა: "ჰამასის" მიერ ტყვედ აყვანილი ბიჭები შენობიდან გამოდიოდნენ, ისინი ტანსზემოთ შიშვლები იყვნენ და ეჭირათ ჯოხი, რომელზეც თეთრი ქსოვილი იყო დამაგრებული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ისრაელელმა ჯარისკაცმა ეს სურათი იხილა, "საშიშროება იგრძნო და ცეცხლი გახსნა".

ისრაელის ცნობით, ორი ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი უკან გაიქცა და შენობაში შევარდა, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გარდაიცვალა.

"[ისრაელელმა] ჯარისკაცებმა გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას ებრაულად და მეთაურმა მაშინვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება", - აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში და ირწმუნებიან, რომ სამხედრო პირს ბიჭები ტერორისტები ეგონა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, დაღუპულია სამი მძევალი - 22, 26 და 28 წლის ბიჭები. შემთხვევას თელ-ავივში საპროტესტო მსვლელობა მოჰყვა.

დღის ამბები