25 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ეგვიპტემ, წითელი ზღვის სანაპიროსთან, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო - BBC

ეგვიპტის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, წითელი ზღვის სანაპირო ქალაქ დაჰაბთან, მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი (უპილოტო საფრენი აპარატი) ჩამოაგდეს, - ამის შესახებ BBC წერს.

სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კურორტზე მყოფი თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ ჩავარდა ერთი ობიექტი წყალში, მეორე კი - ახლომდებარე მთიან ტერიტორიაზე.

ბოლო თვეებში, ეს არაა პირველი მსგავსი შემთხვევა წითელი ზღვის სანაპიროზე. ისრაელი ამტკიცებს, რომ უპილოტო აპარატებს იემენელი ჰუსიტები უშვებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ თავიანთ "ძმებს ღაზაში" და რაკეტებსა და დრონებს უშვებენ ისრაელის მიმართულებით.

დღის ამბები