გაფართოება, როგორც ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის- ამ გზავნილით შეაჯამა 2 დღიანი სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე შარლ მიშელმა სამიტს ისტორიული განზომილება უწოდა. სწორედ შარლს მიშელის სტატუსი იყო პირველი ცნობა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან რომ საქართველოს 27 ქვეყნის ლიდერის თანხმობით კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
პირველი მილოცვა და შეტყობინებაც ოფიციალურმა თბილისმა ბრუსლეიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მიიღო. საღამოს ათი საათისთვის უკვე ყველა ზეიმობდა ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესს თარიღს გადაწყვეტილების მიღებას ევროპის გაფართოვებაზე წინ მძიმე სმატი და ლიდერებს შპრის აზრთასხვადსხვაობა უძღოდა.
საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, უკრაინა და მოლდოვისთვის კი წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას, იმედის ნათელი სიგნალი უწოდეს - თუმცა ეს მას შემდეგ რაც კონსესუსის მიღწევას თითქმის 8 საათიანი მსჯელობა დასჭირდა. მთავარი დაბრკოლება უნგრეთი იყო, რომელიც ამ დრომდე თვლის რომ კიევი შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მზად არ იყო.
ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლას ლიდერები სხვადასხვა გზით და მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ოფიციალური თუ კულუარული მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება ვერ, თუმცა უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა მაინც დაბლოკა ვეტოს გამოყენებით.
ბრიუსელში ყველა ამბობდა, რომ ლიდერების ერთობლივი გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ გზავნილია, რომ ევროპულ კეთილდღეობას ბარიერს ვერ შეუქმნიან. 2023 წლის 14 დეკემბერი, ისტორიული არამხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვისაა, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც. 2 ქვეყანასთან კავშირი წევრობაზე მოლაპარაკებას იწყებს, საქართველო ამ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება.
ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება ბოსნია და ჰერცოგოვინაც, ევროკავშირი წევრობაზე დიალოგს შესაბამის კრიტერიუმების მიღწევის შემდეგ დაიწყებს.