25 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავად ბათუმში მოქალაქეები იკრიბებიან

კანდიდატის სტატუსის მიღებას სხვადასხვა ქალაქში აღნიშნავენ. მათ შორისაა ბათუმი, სადაც შეკრება დაიგეგმა შვიდ საათზე. საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ბათუმელებთან ერთად ქალაქში მცხოვრები უკრაინელი, ბელორუსი და მოლდოველი მოქალაქეებიც აღნიშნავენ

მას შემდეგ , რაც საქართველომ კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო ბათუმში ყველა სახელმწიფო შენობაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია აღმართული, ასევე ევროკავშირის დროშებია გადმოფენილი საცხოვრებელი კორპუსის აივნებიდან, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითაა მორთული ბათუმის ცენტრალური ქუჩები.

ბათუმი ევროპის მოედანზე 19:00 საათზე დაგეგმილია საზეიმო შეკრება , სადაც მოქალაქეების გარდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვას მოქალაქეები შეუერთდებიან.

დღის ამბები