საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ზეიმობს - თბილისის ცენტრში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალური ღონისძიება იმართება. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები ერთი საათია იკრიბებიან. წუთი წუთზე ლიდერები მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ და ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიულოცავენ, იმართება კონცერტიც.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.
„ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს - აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარესაც არ უნდა იდგნენ, ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე, ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.