"ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას პარტიის ცენტრალურ ოფისში აღნიშნავს - ღონისძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ლევან ხაბეიშვილის გუნდთან ერთად ადგილზე არიან მათი პარტნიორი პარტიები და პოლიტიკოსები.
"მინდა მივულოცო მოლდოვას და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად უკვე დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ, ჩვენი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ არის," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას და ქვეყანას, წლების წინანდელი, საფეხბურთო გუნდ "დინამოს" გამარჯვების ჰიმნით მიულოცა.