25 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ვამაყობთ, რომ ვასრულებთ ჩვენს დაპირებას და კმაყოფილები ვართ ჩვენი პარტნიორებით - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

"ლიდერებმა გადაწყვიტეს, დაიწყონ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში. ვამაყობთ, რომ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს და კმაყოფილი ვართ ჩვენი პარტნიორებით," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები