როგორც ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი აღნიშნავს, წარსულში ბაიდენმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა, თუმცა სამშაბათს მისი სიტყვები უფრო ზომიერი იყო.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მანამ, სანამ შეგვიძლია, მაგრამ დამატებითი დაფინანსების გარეშე. ჩვენ სწრაფად გვეწურება ჩვენი შესაძლებლობა დავეხმაროთ უკრაინას, უპასუხოს გადაუდებელ ოპერატიულ საჭიროებებს", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა