25 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ეს რომ ყოფილიყო ახალი ტიპის რეკომენდაციები, რომელზეც ხელისუფლებასთან ერთად "ლელოს" არ ჰქონდა ნამუშევარი, დადგებოდა აუცილებლობა იმისა, რომ პარტია ჩართულიყო პროცესში - ირაკლი კუპრაძე 9 დათქმაზე

პარტია "ლელოს" გენერალურმა მდივანმა "ღამის კურიერის" ეთერში, ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესსა და მასში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კუპრაძის განცხადებით, 9 რეკომენდაცია არის 12 პუნქტიანი გეგმის გამეორება, რომელზეც პარტია "ლელომ" უკვე იმუშავა, ხოლო რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

"შემოაბრუნეს იგივე საკითხები 9 რეკომენდაციის, ეს საკითხები ჩვენ გავლილი გვაქვს უკვე, მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" სამუშაო ჯგუფებში. დეპოლარიზაციაზე არსებობს"ლელოს" ნამუშევარი, შესაბამისი პოზიციები, სასამართლო სისტემაზე არსებობს, დეოლიგარქიზაციაზე არსებობს. ეს გავიარეთ თავის დროზე. ეს რომ ყოფილიყო ახალი ტიპის რეკომენდაციები, რომელზეც ხელისუფლებასთან ერთად საპარლამენტო კომიტეტებში, ან სხვა ტიპის სამუშაო ჯგუფებში "ლელოს" არ ჰქონოდა ნამუშევარი, მათ შორის ხელისუფლებასთან ერთად, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგებოდა აუცილებლობა, რომ "ლელო" ჩართულიყო და ჩაერთვებოდა [პროცესში] , მაგრამ ეს უკვე გავლილია, უკვე მრავალგზის დისკუსიაც შედგა. დეოლიგარქიზაციაზე "ქართული ოცნების" პასუხია, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი გავლენა არ აქვს არც პროკურატურაზე, არც სასამართლოზე."ლელოს" პოზიციაა, რომ სასამართლო სისტემა უნდა გაიწმინდოს იმ ტიპის მიუღებელი მოსამართლეებისგან, რომლებიც ერთ დროს თურმე დანაშაულებს ჩადიოდნენ, მაგრამ ირაკლი კობახიძისა და ივანიშვილის თაოსნობით , თურმე კარგი ადამიანები არიან. არ მჯერა მათი იმიტომ , რომ ერთხელ დანაშაულის ჩამდენი მოსამართლე ყოველთვის იმისკენ იქნება მოწოდებული, რომ ემსახუროს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" ემსახურებიან", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები