25 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ერთობა უნდა იყოს იმ გზაზე, რომელიც იმედი მაქვს 15 დეკემბერს დაიწყება - სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი. ჩვენ ვარ ვალდებული და ვიქნებით ორმაგად ვალდებული, რომ გავაგრძელოთ ის გზა და ეს გაზა გასაგრძელებელი იქნება ყველასი ერთად. ამიტომ მოხარული ვარ რომ ყველანი ერთად ვართ აქ. ჩვენი გასაკეთებელი იქნება ყველასი ერტად, რადგან არასოდეს ისე, როგორც დღეს არ ჩანს, რომ ძალა ერთობაშია. თუ ჩვენ შიგნით დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს , ვერაფერს მივაღწევთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო წელი იწყება და ასევე იწყება პოლიტიკური დავა, დისკუსიები. მისი თქმით ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე.

„იწყება საარჩევნო წელი და იწყება პოლიტიკური დავა, დისკუსიები, მაგრამ ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც იმედი მაქვს 15 დეკემბერს დაიწყება. ამ წელიწადში ჩვენ დაგვჭირდება თქვენი დახმარება. დახმარება იმისთვის, რომ ყველამ ერთად გავიაზროთ რაც არის გასაკეთებელი.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, იმ პოლიტიკურ ძალებს იყვნენ ხელისუფლებაში თუ არა, ოპოზიციაში თუ პოზიციაში. აქ მოსული თუ არ მოსული. ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს წვლილი შეტანილი ამ შედეგში, რომელიც ამ დღეებში უნდა დადგეს. ყველას დიდი მადლობა. არავის არ ეკუთვნის გამარჯვება, თუ არ ეკუთვნის ყველას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები